ეტიოლოგია

წითურა გამოწვეულია წითურას ვირუსით, რომელიც ტოგავირუსია და რუბივირუსის გვარის ერთადერთი წარმომადგენელია ადამიანი ერთადერთი ბუნებრივი მასპინძელია. ვირუსს დადებით-სპირალური რნმ გენომი და გლიკოლიპიდური გარსი აღენიშნება. არსებობს მხოლოდ 1 ანტიგენური ტიპი. წითურას ვირუსი იოლად კარგავს აქტივობას ქიმიური აგენტების, დაბალი pH-ის, სიცხის და სიცივის ზემოქმედებით. მისი კულტივირება შეიძლება უჯრედების სხვადასხვა ხაზებით. უჯრედული იმუნიტეტი ვითარდება ინფიცირებიდან 2-4 კვირის განმავლობაში, ხოლო ჰემაგლუტინაციის დათრგუნვა და ვირუსის საწინააღნდეგოდ მიმართული მანეიტრალიზებელი ანტისხეულები პიკს აღწევს დაახლოებით 4 კვირაში. იმუნიტეტი წითურას შემდეგ ძირითადად მთელი ცხოვრების განმავლობაში ნარჩუნდება, თუმცა არსებობს ინფორმაცია განმეორებით ინფექციაზე. დაავადების პროფილაქტიკაში წითურას ვაქცინის ერთჯერადი დოზის ეფექტურობა 97%-ს შეადგენს.[13] აშშ-ში წითურის ინფექციის შემთხვევათა უმრავლესობა შემოტანილია იმ ქვეყნებიდან, სადაც წითურა ენდემურია და ემართება აუცრელ ადამიანებს.

პათოფიზიოლოგია

წითურა გადაეცემა ადამიანიდან ადამიანზე მხოლოდ პირდაპირი, ან ჰაერწვეთოვანი გზით ინფიცირებული ბიოლოგიური სითხეებიდან, უფრო ხშირად ნაზოფარინგული გამონაყოფიდან.[8] პაციენტებს შეუძლიათ გამოყონ/ავრცელებდნენ ვირუსს დაინფიცირებიდან 7-30 დღის განმავლობაში (1 კვირის მანძილზე გამონაყარის გამოჩენამდე და გამონაყრის გაჩენიდან 2 კვირის განმავლობაში). ამასთან თანდაყოლილი წითურის სინდრომის მქონე ჩვილები შეიძლება >1 წლის მანძილზე ივნენ გადამდები. ინკუბაციური პერიოდი საშუალოდ 17 დღეს შეადგენს (დიაპაზონი: 12-დან 23 დღემდე), რომლის განმავლობაში ვირუსი მრავლდება ცხვირხახაში და ადგილობრივ ლიმფურ კვანძებში, რის შემდეგაც სისხლით ვრცელდება სხეულში (ორსულ ქალებში, ასევე ნაყოფსა და პლაცენტაში).[6]სისტემური სიმპტომები ვირუსული ინფექციის შედეგია, მაგრამ ზოგიერთი გამოვლინება (გამონაყარი, თრომბოციტოპენია, ართრიტი) სავარაუდოდ იმუნოლოგიური წარმოშობისაა.

კლასიფიკაცია

წითურას (გერმანული წითელა) დიაგნოსტიკური კრიტერიუმები და კლინიკური კლასიფიკაცია[1]

აშშ ჯანმრთელობისა და ადამიანთა მომსამსახურების დეპარტამენტის CDC შემთხვევის განსაზღვრების თანახმად, პოსტნატალური წითელასმაგვარი წითურა ხასიათდება:

კლინიკური შემთხვევის განსაზღვრება

  • მაკულოპაპულარული გამონაყარის მწვავე დასაწყისი

  • გაზომვისას ცხელება > 37.2°C(99°F)

  • ართრალგია/ართრიტი, ლიმფადენოპათია, ან კონიუნქტივიტი.

დიაგნოზის ლაბორატორიული კრიტერიუმები

  • წითელასმაგვარი წითურას ვირუსის გამოყოფა, ან

  • წითელასმაგვარი წითურას IgG ანტისხეულების ტიტრის მნიშვნელოვანი მატება შრატში მწვავე- და გამოჯამრთელების -ფაზებს შორის სტანდარტული სეროლოგიური ანალიზით, ან

  • წითელასმაგვარი წითურას IgM ანტისხეულის დადებითი ტესტი (შენიშვნა: ცრუ დადებითი აღენიშნება სხვა მწვავე ვირუსული დაავადების და რევმატოიდული ფაქტორის მქონე ადამიანებს).

შემთხვევის კლასიფიკაცია

  • საეჭვოა: გენერალიზებული გამონაყარით მიმდინარე ნებისმიერი დაავადება მწვავე დასაწყისით.

  • სავარაუდო: ჩამოჰგავს კლინიკური შემთხვევის განსაზღვრებას მაგრამ არ გააჩნია სპეციფიური სეროლოგიური, ან ვირუსოლოგიური ტესტი, და ეპიდემიოლოგიურად არ არის დაკავშირებული ლაბორატორულად დადასტურებულ შემთხვევასთან

  • დადასტურებული: ლაბორატორულად დადასტურებულია, ან ემთხვევა კლინიკური შემთხვევის განსაზღვრებას და ეპიდემიოლოგიურად დაკავშირებულია ლაბორატორულად დადასტურებულ შემთხვევასთან.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას