ეპიდემიოლოგია

ინგლისში ვაქცინაციამდე ხანაში წითურა იშვიათად გვხვდებოდა 5 წლამდე ასაკში, ინსიდენსის (დაავადების ახალი შემთხვევების სიხშირე) პიკი 5-დან 10-წლამდე ასაკში აღინიშნებოდა. წითურას საწინააღმდეგო ვაქცინის ლიცენზირებამდე წითურას ქონდა სეზონური ხასიათი და ეპიდემიების სახით ვრცელდებოდა 5-დან 9-წლამდე ინტერვალით[3] ენდემური წითურას გავრცელება არაიმუნიზირებულ მოსახლეობაში ყველაზე მაღალი იყო სკოლამდელ და უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვებში.ვაქცინის გლობალური სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იუწყება, რომ პროგრესი მიღწეულია წითურას ლიკვიდაციის მიმართულებით.[3] ჯანმო-ს 194 წევრ ქვეყანას შორის, 173-მა (90%) წითელას შემცველი ვაქცინა 2022 წელს შეიტანა იმუნიზაციის კალენდარში, რაც მეტია ვიდრე 2012 წელს 132 (68%) და 2022 წელს მსოფლიოში ჩვილ ბავშვთა 68%-ს ჩაუტარდა წითურას საწინააღმდეგო ვაქცინაცია.[4]წითურას შემთხვევები 48%-ით შემცირდა, 2012 წელს 94277-დან 2019 წელს 49136-მდე და შემდეგ შემცირდა 2020 წელს 10194-მდე. აშშ-ში 2004 წელს გამოცხადდა ენდემიური წითურას ლიკვიდაცია.[5] ამჟამად აშშ-ში წითურათი წელიწადში 10 ადამიანზე ნაკლები ავადდება, ხოლო 2012 წლის შემდეგ წითურას ინფექციით დაავადებული ყველა ადამიანი ინფიცირდებოდა აშშ-ს გარეთ ცხოვრების ან მოგზაურობის დროს.[6][7] უმეტეს შემთხვევაში ავადდებიან მოზარდები და ახალგაზრდა ასაკის მოზრდილები.[8] 2015 წელს პანამერიკულმა ჯანდაცვის ორგანიზაციამ დაადგინა, რომ ამერიკაში წითურას ენდემური გადაცემა აღმოიფხვრა.[9] ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონში, წითურას დაავადებიანობა (ინციდენტობა) შემცირდა 2005 წელს 234,9 შემთხვევიდან მილიონ მოსახლეზე 0,7 შემთხვევამდე მილიონ მოსახლეზე 2019 წლისთვის.[10]

ენდემური წითურა და თანდაყოლილი წითურას სინდრომი ჯანდაცვის გლობალურ პრობლემად რჩება, განსაკუთრებით სამხრეთ აზიასა და აფრიკაში. ეპიდაფეთქებები აღრიცხული იყო იმ ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციის სიხშირე სუბოპტიმალურია.[11] მსოფლიოში ყოველწლიურად 100 000-ზე მეტი ჩვილი იბადება თანდაყოლილი წითურას სინდრომით.[12] არაიმუნიზებული მოგზაურების რისკი იმ რეგიონებში, სადაც წითურა ენდემური პრობლემაა, შეიძლება მაღალი იყოს.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას